Friday, November 16, 2018

ტრენინგის მეცხრე დღის რეფლექსია

ბლოგზე ჩავაშენეთ საზიარო დაფა პადლეტი. გავეცანით ეროვნულ სასწავლო გეგმასი გამჭოლ კომპეტენციებს. ელექტრული სახელმძღვანელოში გავეცანით პროექტის ფასილიტაციას,
ბლოგზე გამოვაქვეყნეთ პორტფოლიო.
მეცხრე დღე იყო ყველაზე საინტერესო, ტრენინგები იყო აქტიური, მრავლის მომცემი.
დიდ მადლობას ვუხდით ნინო მასწავლებელს.

პორტფოლიო

გთხვოთ, გახსნათ ჩემი პორტფოლიო და შეაფასოთ.

პროექტის იდეებისთვის

Made with Padlet

Thursday, November 15, 2018

ტრენინგის მერვე დღის რეფლექსია

      ტრენინგის დასაწყისში ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის მერვე დღის მიზნები. დავიწყეთ მუშაობა პროექტის გეგმაში ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურებზე. გავეცანით დიფერენცირებული სწავლების რესურსებს. ტრენერმა გვესაუბრა გარდნერის მრავლამხრივ ინტელექტზე და ბლიმის ტაქონომიაზე. ვისაუბრეთ შემდეგ საკითხებზე:
  • როგორ დავეხმარო მოსწავლეებს დამოუკიდებელი მსწავლელის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში?
  • როგორ დავაკმაყოფილო მსწავლელთა განსხვავებული საჭიროებები?
შევქმენით საზიარო დაფა ონლაინ პროგრამაში "padlet.com" - ში, რომელსაც გავაზიარებ ბლოგზე. 

Tuesday, November 13, 2018

ტრენინგის მეშვიდე დღის რეფლექაია

   გავიხსნეთ წინა დღეს განხილული მასალა, დღეს ძალიან საინტერესო რამ ვისწავლეთ: ტესტირების ონლაინ პროგრამა "kahoot"-ში ტესტების შექმნა. ძალიან მომეწონა, არის საკმაოდ პრაქტიკული გამოსაყენებელი კლასში.
   ვისაუბრეთ საავტორომ უფლებებზე, გავაკეთეთ ონლაინ ტესტი.
   გავეცანით შეფასების მეთოდებს, შეფასემის სქემის სახეებს: ჰოლისტური, ზოგადი და კონკრეტული. შეფასების რუბრიკების გვერდზე შევედით და გადმოვწერეთ ჩვენთვის საასურველი შეფასების სქემა და განვიხილეთ. გავეცანით პორტფოლიოს შეფასების სქემას.
   გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების შექმნას და მათ საქაღალდეში განთავსებას. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, პროცედურების გაწერაზე.

Sunday, November 11, 2018

მეექვსე დღის რეფლექსია

     წინა დღეს დასრულებული პრეზენტაცია ჩავაშენეთ ბლოგზე. ავტვირთეთ გუგლ დრაივში პრეზენტაცია, გავხსენით გუგლის სლაიდებში, გავასაჯაროეთ  და ვისწავლეთ სლაიდების ზომების რეგულირება, ასევე სლაიდების ეკრანზე დაყოვნების დროის შეცვლა. ავიღეთ ემბედ კოდი და ჩავაშენეთ ბლოგზე.
  ტრენერმა გაგვაცნო უკუკავშირის ფორმები და მეთოდები. ვიმუშავეთ წყვილებში და ერთმანეთს შევუფასეთ პრეზენტაციები 3,2,1 მეთოდის გამოყენებით. დავსვით სამი შეკითხვა, ორი კომენტარი და ერთი რჩევა.
    შევქმენით გამოკითხვის ფორმა და ასევე ჩავაშენეთ ბლოგზე.
       დღე იყო საინტერსო და "ცივი".

მეხუთე დღის რეფლექსია

    საინტერესო იყო კოლეგებთან კომენტარების გაგზავნა. გავეცანით შეფასების დროის ჩარჩოს და შეფასების სხვადახვა მეთოდებს. 5 მიზნიდან ყველაზე მეტად მომეწონა ორი: საჭიროების შეფასება დ ათვითრეგულირების და თანამშრომლობის ხელშეწყობა. გავეცანით პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას და შვქმენით პრეზენტაცია.

ტრენინგის მეცხრე დღის რეფლექსია

ბლოგზე ჩავაშენეთ საზიარო დაფა პადლეტი. გავეცანით ეროვნულ სასწავლო გეგმასი გამჭოლ კომპეტენციებს. ელექტრული სახელმძღვანელოში გავეცანით პროექტი...